top of page
image0_edited.png

UPTOWN OKROKANA

პროექტი  UPTOWN OKROKANA თანამედროვე ურბანული ცხოვრების ორ ტენდენციას აერთიანებს:

1 - ქაოტურად განაშენიანებული, ეკოლოგიურად დამძიმებული ქალაქებიდან - შემოგარენში საცხოვრებლად გასვლა;

     2 - მსხვილი ურბანული ცენტრების რესურსებითა და სიკეთეებით სარგებლობა.

აქედან გამომდინარე, იდეალურ ადგილად შეირჩა „UPTOWN OKROKANA“ -ს ტერიტორია, რომლიც მდებარეობს ტრადიციულ საკურორტო ზონაში თავისუფლების მოედნიდან 10 წუთის სავალზე, ზღვის დონიდან  700 მეტრის სიმაღლეზე, ეკოლოგიურად სუფთა და მშვიდ გარემოში.

ბუნებრივი ლანდშაფტითა და სახლების განლაგების პრინციპის მეშვეობით უბანი დაცულია საავტომობილო მოძრაობის ხმაურისა და გამონაბოლქვისგან. ამასთან, თბილისის ხედი იძლევა დედაქალაქთან ემოციური კავშირის შენარჩუნების შესაძლებლობას.

უბნისა და საცხოვრისის დახასიათება

UPTOWN OKROKANA - ეს არის თანამედროვე, უმაღლესი ხარისხის, გამორჩეულ არქიტექტურულ სტილში გადაწყვეტილი უბანი, რომელშიც ყველა დეტალი თითოეული ოჯახის მოთხოვნებზეა გათვლილი.

საცხოვრებელი სახლები განლაგებულია ტერასულად, ბუნებრივი რელიეფის გათვალისწინებით. სახლები ერწყმის რელიეფის კონფიგურაციას - როგორც ფორმებითა და არქიტექტურულ-გეგმარებითი გადაწყვეტებით, ისე მხატვრულ-ესთეტიკური თვალსაზრისით.

ტერიტორიაზე გათვალისწინებულია 3 500 კვ. მ. ფართობის სარეკრეაციო და ბავშვთა გასართობი ზონა.

პროექტი თანამედროვე უმაღლესი კლასის საცხოვრისის ყველა მნიშვნელოვან კომპონენტს მოიცავს: კეთილმოწყობილი ეზო, ავტომობილების პარკირების ადგილები, ენერგო ეფექტიანი სახლი, პანორამული ტერასებითა და საცურაო აუზით, ხედით თბილისზე.

თანამედროვე ტექნოლოგიები და  გამოყენებული მასალები

სახლი აღჭურვილია კონდიცირების სისტემით - გათბობა-გაგრილება, ვენტილაცია და ჰაერის ფილტრაცია; გამოყენებულია თანამედროვე  ტექნოლოგიები - ვენტილირებადი ფასადი.

ყველა სამშენებლო მასალა ეკოლოგიურად სუფთა და სერტიფიცირებულია. სახლის შეძენისას მყიდველს გადაეცემა გამოყენებული სამშენებლო მასალების ხარისხის სერტიფიკატები.

მართვა და მომსახურება

უბანი - დაცული საცხოვრებელი კომლექსის ტიპისაა, რაშიც იგულისხმება კომპლექსის ტერიტორიის უსაფრთხოების დაცვა, უბნის საზოგადოების სივრცეების, მათ შორის გამწვანების,

მოვლა-პატრონობა, საინჟინრო-ტექნიკური მომსახურება და სხვა.

პარტნიორები 

ვთანამშრომლობთ სამშენებლო ბაზარზე არსებულ საუკეთესო მასალების მწარმოებელ კომპანიებთან:

 

REYNARES -  ალუმინის ვიტრაჟები

 

FUNDERMAX  - ხისა და საფასადე მასალები

 

NOKI - აუზებისა და სპას საკონსულტაციო და სამშენებლო კომპანია

 

CAPAROL - საღებავების ლიდერი მწარმოებელი 

ევროპის მასშტაბით

 

პრეზენტაცია

დეველოპერი

NEW CITY DEVELOPMENT - არქიტექტურულ და დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობს 2007 წლიდან.  

დეტალური ინფორმაციისთვის შეგიზლიათ ეწვიოთ ჩვენს ვებ. გვერდს. 

bottom of page